ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 91 ადამიანი დაიღუპა

16:14, 20.04.2020

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 91 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ით 83 505 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 5 209. ირანში ვირუსისგან 59 273 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი