ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 ადამიანი დაიღუპა

14:29, 30.04.2020

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თეირანში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ს დღემდე ქვეყანაში 6 028 ადამიანი ემსხვერპლა.

29 აპრილს ირანში კორონავირუსით 80 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა.

საერთო ჯამში, ირანში კორონავირუსი 94 640 ადამიანს დაუდგინდა, 73 000-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი