ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა

14:42, 26.04.2020

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 90 481 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია 5710 ადამიანი.

მსგავსი