ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

16:30, 11.05.2020

ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 45 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეირანში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილების რიცხვი 6685-მდე გაიზარდა.

ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 109 286 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 87 422 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში მყოფი 2 703 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ირანში კორონავირუსზე ტესტირება საერთო ჯამში 601 324 ადამიანს ჩაუტარდა.

მსგავსი