ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 254 ადამიანი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 254 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 254 ინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამგვარად, ირანში მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 29 070 შეადგინა.

გასულ 24 საათში ირანში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა კიდევ 4 108 ადამიანს. სულ ქვეყანაში რეგისტრირებული კორონავირუსის 508 389 შემთხვევაა, საიდანაც 411 840 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ირანში 4 570 ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაშია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

დატოვე კომენტარი