ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 189 ადამიანი გარდაიცვალა, 2 132 დაინფიცირდა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 189 ადამიანი გარდაიცვალა, 2 132 დაინფიცირდა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 189 ადამიანი გარდაიცვალა, 2 132 კი დაინფიცირდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 3992 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 328 844 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 18 616 ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი