ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 136 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა დაავადების 2 274 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა ამჟამად 60 500-ს შეადგენს, მსხვერპლთა რიცხვმა კი 3 739-ს მიაღწია. ირანში კრიტიკულია 4 038 პაციენტის მდგომარეობა, გამოჯანმრთელებულია 24 234 ადამიანი.