ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 341 ადამიანი დაინფიცირდა, 347 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 341 ადამიანი დაინფიცირდა, 347 პაციენტი კი გარდაიცვალა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 347 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 16 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 49 695-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად5 824 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია,  708 106-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.