ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი- 13 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი- 13 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 13 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 788 473 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 42 461 პაციენტი გარდაიცვალა.