ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 335 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 335 პაციენტი კი გარდაიცვალა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  6 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „ირნა“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლკო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 335 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 556 891 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 31 985 ინფიცირებული გარდაიცვალა.