ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში ვირუსით 178 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 429 193 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 24 656 ადამიანი.

მედიის ცნობით, ირანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა.