ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 341 შემთხვევა გამოვლინდა

16:16, 21.09.2020

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი – 3 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ქვეყანაში 177 ადამიანი დაიღუპა.

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ირანში ვირუსის 425 481 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 24 478 ადამიანი.

ირანში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობის მატება საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმების უგულვებელყოფის შედეგია.

მსგავსი