ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 596 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 87 ადამიანი
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 596 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 87 ადამიანი

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 87 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის სპიკერის განცხადებით, ირანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალ კორონავირუსს 9 272 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 2 596 პირს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 197 647-ს აღწევს.