ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 313 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 313 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ირანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 313 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის 19 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 115 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დაინფიცირების 397 801 შემთხვევა, მათ შორის 22 913 ლეტალური აღმოჩნდა.