ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 139 შემთხვევა გამოვლინდა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 139 შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 2 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ირანში „კოვიდ 19“-ით დღემდე 399 940 დაინფიცირდა, მათგან 344 516 კი უკვე გამოჯანმრთელდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 116 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 23 029-ს აღწევს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ირანში 3.5 მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა.