ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 111 შემთხვევა გამოვლინდა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 111 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“-ით 62 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გარდიანი, ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 2 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 124 603 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 7 119 ადამიანი, 2 698 ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. კორონავირუსისგან ირანში 97 173 ადამიანი განიკურნა.