ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 20 954 ადამიანს დაუდასტურდა, 193 პაციენტი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 20 954 ადამიანს დაუდასტურდა, 193 პაციენტი გარდაიცვალა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 20 954 ადამიანს დაუდასტურდა. ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ირანში 193 ადამიანი გარდაიცვალა.

ხელისუფლება ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას მოქალაქეების მიერ წესების უგულვებელყოფას, კერძოდ, ნოვრუზის დღესასწაულის დროს მოგზაურობას და ოჯახურ შეკრებებს უკავშირებს. მთავრობამ ათობით ქალაქში ღამით ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ირანი ახლო აღმოსავლეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის მილიონ 984 000 შემთხვევა, 63 699 პაციენტი გარდაიცვალა.