ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 90 ადამიანი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 90 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 481-მდე გაიზარდა, მათ შორის 90 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი სულ 87 026 ადამიანს აქვს დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 64 843 პაციენტი. კორონავირუსზე ტესტირება ქვეყნის მასშტაბით სულ 398 507 ადამიანს ჩაუტარდა.