ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 80 ადამიანი დაიღუპა

14:28, 29.04.2020

ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 80-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ჯამში 5 957 ადამიანია დაღუპული.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი ამ დროისთვის 93 657-ს შეადგენს, მათ შორის 73 791 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი