ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 93 ადამიანი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 93 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 93 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „ირნა“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ფატალური შემთხვევების რიცხვი ჯამში უკვე 5 574-ს აღწევს.

ასევე, გამოვლინდა კორონავირუსის 1168 ახალი შემთხვევა.

სულ კი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 88 194 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 66 599 გამოჯანმრთელდა.

ირანში „კოვიდ-19“-ზე ტესტირება უკვე თითქმის 400 000-მა ადამიანმა გაიარა.