ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 117 ადამიანი დაიღუპა
ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 117 ადამიანი დაიღუპა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 4 110-ს მიაღწია.

სულ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 66 220 ადამიანი, მათგან 32 ათასზე მეტი უკვე განიკურნა. ოთხი ათასამდე პაციენტი კი, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.