ირანში აშშ-ის საელჩომ ამერიკელებს ისლამური რესპუბლიკის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა - „გქონდეთ ირანიდან წასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე“
ირანში აშშ-ის ვირტუალურმა საელჩომ ვებგვერდზე ამერიკელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ისლამური რესპუბლიკა.
„დატოვეთ ირანი ახლავე. გქონდეთ ირანიდან წასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე“, – აღნიშნულია გაცხადებაში.
განცხადების თანახმად, თუ ირანის დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ, აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა იპოვონ უსაფრთხო ადგილი, ასევე მოიმარაგონ საკვები, წყალი და მედიკამენტები.
„აშშ-ის მოქალაქეები ირანში დაკითხვის, დაპატიმრებისა და დაკავების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ არიან. აშშ-ის პასპორტის წარდგენა ან შეერთებულ შტატებთან კავშირების დემონსტრირება, შეიძლება, საკმარისი მიზეზი იყოს ირანის ხელისუფლებისთვის პირის დაკავებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.