ირანში აქციები განახლდა

21:26, 30.01.2018

ირანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები განახლდა – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Arabiya ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 30 იანვარს რამდენიმე ქალაქშია გადაღებული.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები ქალაქ ბენდერ-აბასში და ნეჯეფაბადში გაიმართა.

„სიკვდილი დიქტატურას“ – ამ სლოგანით ჩატარდა აქცია შირაზში. დემონსტრანტებმა ქალაქ ქერმანში უსაფრთხოების სამსახურებს მოუწოდეს, არ გამოეყენებინათ ძალა და აქციის მონაწილეების მხარეს გადასულიყვნენ.

მასობრივი საპროტესტო ტალღა ირანში 2017 წლის 28 დეკემბერს აგორდა. 3 იანვარს კი, ირანის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების დასრულების შესახებ განაცხადა და ამბოხის მცდელობაში უცხო ძალები დაადანაშაულა.

https://twitter.com/AlArabiya_Eng/status/958219270361632768

მსგავსი