ირანში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ირანზე პოტენციური დარტყმის გეგმები უნდა მოამზადოს
ირანში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ირანზე პოტენციური დარტყმის გეგმები უნდა მოამზადოს

ირანში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ირანზე პოტენციური დარტყმის გეგმები უნდა მოამზადოს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ირანის არჩეული პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი საგარეო პოლიტიკაში და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის ხისტ პოლიტიკას გაატარებს და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე პოტენციური დარტყმების გეგმები კიდევ ერთხელ უნდა მოამზადოს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდის განცხადებით, „თეირანის ყასბად“ ცნობილი ებრაჰიმ რაისი ათასობით ირანელის სიკვდილზეა პასუხისმგებელი და რეჟიმის ბირთვული ამბიციების და მისი გლობალური ტერორის კამპანიის ერთგულია. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანს 60 პროცენტით გამდიდრებული 6.5 კილოგრამი და 20 პროცენტით გამდიდრებული 108 კილოგრამი ურანი აქვს. ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭიროა ურანის 90 პროცენტზე მეტით გამდიდრება.