ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში, ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია

23:04, 14.07.2026

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში მდებარე ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია.

თავდასხმა ადგილობრივი დროით სამშაბათს, გამთენიისას განხორციელდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანული მედია იუწყება, რომ დაზიანების გამო ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკი შესაძლოა, დროებით გამოირთოს, რათა სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს.

მსგავსი