ირანში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატებისგან შეთანხმების პუნქტები მიიღეს, რომლებიც განიხილება

11:19, 24.03.2026

ირანის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა „სიბიეს ნიუსს“ განუცხადა, რომ ირანმა შუამავლების გზით აშშ-სგან „შეთანხმების პუნქტები მიიღო და ისინი განიხილება“.

გამოცემა აზუსტებს, რომ ეს ნაბიჯი შესაძლო მოლაპარაკებების წინაპირობად განიხილება, უშუალოდ მოლაპარაკებების მიმდინარეობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოეს, თუმცა ირანის პარლამენტის სპიკერმა ეს ინფორმაცია უარყო.

მსგავსი