ირანში აცხადებენ, რომ ომის შედეგად შემცირებული თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოებას იწყებენ
ირანი ომის შედეგად შემცირებული თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოებას იწყებს. როგორც საჰაერო თავდაცვითი ძალების გენერალი ალირეზა ელჰამი აცხადებს, ბოლოდროინდელი ომის გამოცდილებამ მათ დაანახა, რომ საჭიროა, აწარმოონ ახალი სისტემები და აღჭურვილობა, რომელიც მთლიანად ირანულ ცოდნასა და გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული.
მაისში, 6-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს ირანმა ნაწილობრივ განაახლა დრონების წარმოება, რათა სწრაფად შეევსო აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად შემცირებული სამხედრო შესაძლებლობები.
„ჩვენ მოვიპოვეთ ღირებული გამოცდილება მესამე თავს მოხვეული ომის დროს, რომელიც ტაქტიკის, სისტემების წარმოების, მათი განთავსებისა და პოზიციონირების თვალსაზრისით აღმოჩნდა სასარგებლო“, – განაცხადა ელირეზა ელჰამიმ.