ირანში აცხადებენ, რომ გაერო-ს ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორები დაზიანებული ბირთვული ობიექტების მონახულებას ვერ შეძლებენ, ვიდრე ინსპექტირების ახალი პროცედურები არ შემუშავდება

09:54, 27.08.2026

ირანში აცხადებენ, რომ გაერო-ს ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორები ბოლო სამხედრო თავდასხმების შედეგად დაზიანებული ბირთვული ობიექტების მონახულებას ვერ შეძლებენ, ვიდრე ინსპექტირების ახალი პროცედურები არ შემუშავდება.

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამად ესლამიმ განაცხადა, რომ ირანი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ემორჩილება, რომელიც სწორედ დაბომბილ ობიექტებს ეხება. მისი თქმით, გაერო-ს ატომური ენერგიის სააგენტომ თავდასხმები არ დაგმო, რაც, მისი აზრით, სააგენტოს კომპეტენტურობის ეჭვს იწვევს.

ესლამის განცხადებით, გაერო-ს ატომური ენერგიის სააგენტო აშშ-ისა და ისრაელის ზეწოლის ქვეშ იმყოფება და სწორედ ამიტომ ცდილობს, დაზიანებულ ობიექტებზე წვდომის მოპოვებას.

„გაერო-ს ატომური ენერგიის სააგენტომ ნათლად უნდა განაცხადოს თავისი პოზიცია ამ ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და განმარტოს, რა პროტოკოლი აქვს იმ ობიექტებისთვის, რომლებიც სამხედრო თავდასხმას განიცდიან“, – განაცხადა ესლამიმ.

მსგავსი