ირანში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში სტატუსკვოს შენარჩუნება ამერიკისთვის აუტანელია, მაშინ როდესაც თეირანს მისი შენარჩუნება ჯერ არც დაუწყია
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში სტატუსკვოს შენარჩუნება ამერიკისთვის აუტანელია, მაშინ როდესაც მისი შენარჩუნება ჩვენ ჯერ არც დაგვიწყია, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი და თეირანის მთავარი მომალაპარაკებელი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს.
მისი თქმით, აშშ-ს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა საზღვაო ნავიგაციას საფრთხეს უქმნის.
„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და ბლოკადის დაწესებით საფრთხე შეუქმნეს საზღვაო და ენერგოტრანზიტის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, მათი ბოროტება შემცირდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სტატუსკვოს შენარჩუნება ამერიკისთვის აუტანელია, მაშინ როდესაც ჩვენ მისი შენარჩუნება ჯერ არც კი დაგვიწყია“, – განაცხადა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფიმ.
ცნობითვის, დონალდ ტრამპმა 21 აპრილს გამოაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იქამდე გაახანგრძლივებდა, ვიდრე თეირანი „ერთიან წინადადებას“ არ წარადგენდა, კონკრეტული ვადის მითითების გარეშე.
თუმცა ჟუნრალისტების კითხვაზე, განახლდებოდა თუ არა ირანზე დარტყმები, ტრამპმა უპასუხა, რომ ამას ჯერ საჯაროდ ვერ იტყვის.