ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ს ევალება, იმოქმედოს ისრაელის მიერ ლიბანის და რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და დანაშაულების შესაჩერებლად
აშშ-ს ევალება, რამე გააკეთოს ისრაელის მიერ ლიბანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და დანაშაულების შესაჩერებლად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ლიბანის ქალაქ სიდონსა და სიდონში მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკზე, აინ ალ-ჰილვეჰზე.
ირანის მედიის თანახმად, თავდასხმის დროს მეჩეთისა და სპორტული დარბაზის ტერიტორია დაიბომბა, რის შედეგადაც არაერთი პალესტინელი ლტოლვილი დაიღუპა და დაშავდა.
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მომხდარს სასტიკი თავდასხმები უწოდა და გაერო-ს ქარტიის, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების აშკარა დარღვევად შეაფასა.