ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ძალები სპარსეთის ყურეში აღარ იმყოფებიან და ჰორმუზის სრუტიდან 600-700 კილომეტრის დაშორებით გადაინაცვლეს

15:37, 23.10.2026

აშშ-ის ძალები აღარ იმყოფებიან სპარსეთის ყურეში და ჰორმუზის სრუტიდან 600-700 კილომეტრის დაშორებით გადაინაცვლეს, – ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშგთა კორპუსის“ სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა, ალი ოზმაიმ განაცხადა.

„მათი ხომალდები ამ ტერიტორიაზე აღარ ჩანს. ჰორმუზის სრუტეში შეერთებულ შტატების ადგილი არ არის”, – აღნიშნა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი ჰორმუზის სრუტეში ნაღების აფეთქებებისა და გემებზე თავდასხმების შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებით აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ნავთობის ფასების აწევაში დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ სრუტეში ნავთობის ტრანზიტის მოცულობამ ომამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა. ამავდროულად, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 113 დოლარს გადააჭარბა და ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

მსგავსი