ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედროებმა ქალაქ ყუმის მახლობლად ხიდი დაბომბეს
აშშ-ისა და ისრაელის სამხედროებმა ირანში, ქალაქ ყუმის მახლობლად ხიდი დაბომბეს. ისრაელის მედიის თანახმად, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ, მორტეზა ჰეიდარიმ განაცხადა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის კუნძულ ხარგზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ირანის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძული ხარგი ქვეყნისთვის ნავთობის ექსპორტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილია. გარდა ამისა, ცენტრალური ირანის ქალაქ ქაშანში, რკინიგზის ხიდზე აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მეშჰედში მატარებლით მგზავრობა შემდგომ შეტყობინებამდე გაუქმდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანელები გააფრთხილა, რომ რკინიგზა არ გამოიყენონ. პარალელურად, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის რამდენიმე რაიონში საჰაერო დარტყმების კიდევ ერთი „ფართომასშტაბიანი“ ტალღა დაასრულეს.