ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 17 ჯაშუში დააკავეს
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 17 ჯაშუში დააკავეს

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 17 ჯაშუში დააკავეს. როგორც ირანის სახელმწიფო მედია დაზვერვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერატიული თანამშრომლები „ჩანერგილი იყვნენ ირანის სენსიტიურ სექტორებში“, კერძოდ ეკონომიკურ, ბირთვულ, ინფრასტრუქტურულ და სამხედრო სფეროებში.

ირანული სააგენტო „ფარსის“ ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა ნაწილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ირანმა ჯაშუშების დაკავების შესახებ სპარსეთის ყურეში კრიზისის ესკალაციის ფონზე განაცხადა.