ირანში აცხადებენ, რომ აშშ ღრმადაა ჩართული ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში და პასუხისმგებელია „სიონისტური რეჟიმის“ დანაშაულებზე
ირანში აცხადებენ, რომ აშშ ღრმადაა ჩართული ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში და პასუხისმგებელია „სიონისტური რეჟიმის“ დანაშაულებზე

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ კანაანის თქმით, შეერთებული შტატები უკვე ღრმადაა ჩართული ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტში და პასუხისმგებელია „სიონისტური რეჟიმის“ დანაშაულებზე.

„ამერიკული მთავრობა პასუხისმგებელია სიონისტური რეჟიმის დანაშაულებზე და სწორედ ამერიკის მთავრობაა, რომელიც მთელი თავისი ძალით მხარს უჭერს სიონისტურ რეჟიმს პალესტინის ჩაგრული ერის წინააღმდეგ. რეგიონის წყლებში სამხედრო ფლოტის გაგზავნას სხვა აზრი არ აქვს, გარდა ჩაგრულის წინააღმდეგ მჩაგვრელის ცალმხრივი მხარდაჭერისა“, – განაცხადა კანაანმა.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ირანის მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვაზე ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა უპასუხა, რომ აღნიშნულ ნარატივს აქვს პოლიტიკური და მოჩვენებითი მოტივები.

„წყლის, საკვების გათიშვა და წამლებისა და სამედიცინო ხელსაწყოების შესვლის აკრძალვა სიონისტური რეჟიმის მიერ ხდება. ბუნებრივია, ამ სახის ქმედებებს პალესტინის ერის რეაქცია მოჰყვება“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ნასერ კანაანმა დასძინა, რომ არაადამიანური მიდგომების გაგრძელებამ შეიძლება, სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლა გამოიწვიოს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ კანაანის თქმით, შეერთებული შტატები უკვე ღრმადაა ჩართული ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტში და პასუხისმგებელია „სიონისტური რეჟიმის“ დანაშაულებებზე.