ირანში აცხადებენ, რომ Apple-ის, Google-ის, Meta-სა და Microsoft-ის ოფისები თავდასხმის ობიექტი გახდება – „ისინი აშშ-ისრაელს ჯაშუშური მომსახურებით ეხმარებიან“

12:25, 01.04.2026

ირანი იმუქრება, რომ აშშ-ის და ისრაელის ოპერაციის ხელშეწყობისთვის გიგანტურ ტექნოლოგიურ კომპანიებს დაბომბავს, როგორებიცაა Apple-ი, Google-ი, Meta და Microsoft-ი.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ 18 მსხვილი ამერიკული კომპანია, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები, გააფრთხილა, რომ რეგიონში მათი ოფისები და ქონება თავდასხმის ობიექტი გახდება, რადგან, ირანელი სამხედროების მტკიცებით, ისინი ირანში აშშ-ირაელის ოპერაციებს ჯაშუშური მომსახურების გაწევით ეხმარებიან.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განაცხადეს, რომ ეს კომპანიები უნდა ელოდონ ირანის საპასუხო თავდასხმებს, რომელიც დაიწყება პირველ აპრილს, ირანის დროით 20:00 საათზე.

ირანში აცხადებენ, რომ კომპანიების ოფისები რეგიონში „განადგურდება“.

მსგავსი