ირანში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი
16:10, 02.07.2022
ირანში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და 49 დაშავდა.
ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით, ჰორმოზგანის პროვინციაში გვიან ღამით დაფიქსირდა, რასაც 24 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათგან ორის მაგნიტუდა 6.1 და 6.3-ს შეადგენდა.