ირანში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ირანში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ ირანის ისლამური რესპუბლიკის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერი რყევები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ჰორმოზგანის პროვინციაში მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:40 საათზე, ქალაქ ბენდერ-ჰამირიდან 56 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

ნგრევასა და დაშავებულებზე ცნობები ჯერ არ ვრცელდება. თუმცა როგორც „როიტერი“ იუწყება, ირანის ამ რეგიონში ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლი კუსტარულად არის აშენებული, რის გამოც ისინი მარტივად ინგრევა.