ირანში 13-კაციანი ჯგუფი გაანადგურეს, რომლებსაც არეულობისა და აფეთქებების ორგანიზება ედებოდათ ბრალად
ირანში 13-კაციანი ჯგუფი გაანადგურეს, რომლებსაც არეულობისა და აფეთქებების ორგანიზება ედებოდათ ბრალად

ირანში 13-კაციანი ჯგუფი გაანადგურეს, რომლებსაც არეულობისა და აფეთქებების ორგანიზება ედებოდათ ბრალად.

ირანული სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა არეულობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ირანის ქალაქებში მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო. ირანული მედიის ცნობით, დაჯგუფების წევრები დაკავშირებული იყვნენ სეპარატისტულ ორგანიზაციასთან „არაბული მოძრაობა აჰვაზის გათავისუფლებისთვის“, რომელიც ქალაქ აჰვაზში 2018 წლის 22 სექტემბერს, სამხედრო აღლუმის დროს ტერორისტული აქტის უკან იდგა.

ირანში საპროტესტო აქციები საწვავზე ფასების გაზრდის გამო დაიწყო. დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ დაპირისპირებას ქვეყანაში 1 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ირანის ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.