ირანმა უახლესი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა
ირანმა უახლესი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა

ირანმა უახლესი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა. „ხეიბერის“ რაკეტა, რომელიც „ხორამშაჰრის“ რაკეტების ოჯახის უახლესი ვერსიაა, არის თხევადი საწვავის რაკეტა, რომლის ფრენის მანძილი 2 000 კმ-ია.

ახალ ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია, ატაროს 1 500 კგ-მდე ქობინი.

„ხეიბერს“ აქვს სტრატეგიული და ტაქტიკური მახასიათებლები, როგორებიც არის ფრენის შუა მონაკვეთში მართვისა და კონტროლის სისტემა და ქობინის ტრაექტორიის კორექტირება ატმოსფეროს გარეთ. შესაბამისად, სრულიად დაცულია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შეტევებისგან. ახალი ძრავის საშუალებით, რაკეტის სიჩქარემ ატმოსფეროს გარეთ 16 მახს მიაღწია, ხოლო ატმოსფეროს შიგნით – 8 მახს.