ირანმა სპარსეთის ყურეში ხუთი ენერგოობიექტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
ირანმა სპარსეთის ყურეში ხუთი ენერგოობიექტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა

ირანმა სპარსეთის ყურეში ხუთი ენერგოობიექტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ირანულმა მედიამ გამოაქვეყნა „სასწრაფო გაფრთხილება“ შემდეგი ადგილების მიმდებარედ მცხოვრებლებისთვის: სამრეფის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საუდის არაბეთში, ალ-ჯუბაილის ნავთობქიმიური კომპლექსი და მასაიიდ ჰოლდინგ კომპანია საუდის არაბეთში, ალ-ჰოსნის გაზის საბადო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და რას ლაფანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კატარში.

განცხადებაში ნათქვამია: „ეს ცენტრები პირდაპირ და ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცნენ და უახლოეს საათებში გახდებიან თავდასხმის ობიექტები. ამიტომ ყველა მოქალაქეს, მცხოვრებს და თანამშრომელს მოეთხოვება, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ტერიტორიები და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გადავიდეს უსაფრთხო მანძილზე“.