ირანმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა
ირანმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა

ირანმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, მისი მოცულობა 53 მილიონი ბარელია.

საბადო 2400 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს და ბოსთანიდან ომიდეის რეგიონამდეა გადაჭიმული. როგორც ჰასან როუჰანი ვარაუდობს, ქვეყანა აღნიშნული ნავთობსაბადოს საშუალებით 32 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს.

დატოვე კომენტარი