ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რუსული ვაქცინით დაიწყო
ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რუსული ვაქცინით დაიწყო

ირანმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. „გარდიანის“ ინფორმაციით, რუსეთის მიერ წარმოებული „სპუტნიკ-ვის“ პირველი დოზა და ე.წ. კოვიდპასტპორტი იმამ ხომეინის ჰოსპიტლის მედპერსონალმა მიიღო.

ირანმა რუსეთისგან ვაქცინის 2 მილიონი დოზა შეიძინა. პირველი პარტია ქვეყანაში გასულ ხუთშაბათს მიიღეს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 1.5 მილიონს უახლოვდება. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსმა 60 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.