ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო აპარატები გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო აპარატები გაუშვა

ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“-ის მეცხრამეტე ფაზის ფარგლებში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო აპარატები გაუშვა.

ირანული მედიის ინფორმაციით, კომბინირებული თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო სამხედრო ობიექტებსა და სამრეწველო ცენტრებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისრაელის სამხედრო ინდუსტრიასთან.

ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამეთაურო შტაბი აცხადებს, რომ ისრაელის სარადარო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და იარაღის მარაგი მნიშვნელოვნად არის ამოწურული.

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის მეთვრამეტე ტალღის დროს 14 სტრატეგიული სამხედრო ობიექტი დაიბომბა ჰაიფასა და თელ ავივში.