ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მიიტანა იერიში
ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, იორდანიაში, ალ-აზრაქის მახლობლად მდებარე ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს აშშ-ის მიერ ირანულ ტანკერებზე თავდასხმის საპასუხოდ.
ამასთან, ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ათ გემსაც დაარტყეს.
ირანში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმამ ბაზას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თუმცა, იორდანიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მიერ გაშვებული 20 რაკეტიდან 18 გაანადგურა, ხოლო ორი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
იორდანიის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ ირანის დარტყმა არაეფექტური იყო და ყველა ამერიკელი სამხედრო უსაფრთხოდ იმყოფება.