ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა

10:24, 17.06.2026

ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

ირანმა დრონები გემების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვა, რაც 14 ივნისს აშშ-სა და ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის შეთანხმების შესახებ გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დრონებს“ უშვებს კომერციული გემების მიმართულებით, თუმცა ამერიკელი სამხედროები მათ ჩამოგდებას ახერხებენ, ვიდრე ისინი რეგიონში მყოფ კომერციულ ან აშშ-ის სამხედრო გემებსა და პერსონალს საფრთხეს შეუქმნიან.

როგორც მედია წერს, აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებენ კოორდინაციას საზღვაო კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭირონ გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შედიან და გამოდიან.

მსგავსი