ირანმა ეროვნულ და საკლუბო სპორტულ გუნდებს იმ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა, რომლებსაც თეირანი მტრულად მიიჩნევს
ირანმა ეროვნულ და საკლუბო სპორტულ გუნდებს იმ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა, რომლებსაც თეირანი მტრულად მიიჩნევს

ირანმა ეროვნულ და საკლუბო სპორტულ გუნდებს იმ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა, რომლებსაც თეირანი მტრულად მიიჩნევს. ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის სპორტის სამინისტროს მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი ირანელი სპორტსმენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო განხორციელდა.

„ეროვნული და საკლუბო გუნდების ყოფნა იმ ქვეყნებში, რომლებიც მტრულად ითვლება და ვერ უზრუნველყოფენ ირანელი სპორტსმენებისა და გუნდის წევრების უსაფრთხოებას, აკრძალულია შემდგომ შეტყობინებამდე“, – განაცხადა ირანის სპორტის სამინისტრომ.