ირანმა ერაყში აშშ-ის ელჩი შავ სიაში შეიყვანა
ირანმა ერაყში აშშ-ის ელჩი შავ სიაში შეიყვანა

ირანმა ერაყში აშშ-ის ელჩი მეთიუ თელერი შავ სიაში შეიყვანა.

„ერაყში აშშ-ის ელჩს, მეთიუ თელერს ერაყსა და მის გარეთ ტერორისტული თავდასხმების კოორდინირების პროცესში, ასევე გენერალ ყასემ სოლეიმანის მკველობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, საიდ ხათიფზადემ მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით.

„როიტერი“ წერს, რომ ირანმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან ბაღდადში ირანის დიპლომატიური წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საპასუხოდ მიიღო.