ირანმა ერაყსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა
ირანმა ერაყსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას იორდანიის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 13 ბალისტიკური რაკეტა დააფიქსირეს, მათგან 10 გაანადგურეს, სამი კი უსაფრთხო ტერიტორიებზე ჩამოვარდა.
უწყების ცნობით, ირანის თავდასხმის შედეგად იორდანიაში არავინ დაშავებულა.
ამასთან, ირანის წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, აშშ-ის იერიშის შედეგად სამხრეთ ირანში, სირიკში ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. შემთხვევა საქორწილო წვეულების დროს მოხდა.
აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა, ტიმ ჰოკინსმა „ბიბისისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და „აშშ-ის სამხედროები არასოდეს ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას“.