ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ურანის ლითონის წარმოებას გეგმავს, რომელიც 20 პროცენტამდე იქნება გამდიდრებული
ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ურანის ლითონის წარმოებას გეგმავს, რომელიც 20 პროცენტამდე იქნება გამდიდრებული

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ურანის ლითონის წარმოებას გეგმავს, რომელიც 20 პროცენტამდე იქნება გამდიდრებული. თეირანში აცხადებენ, რომ ლითონის წარმოება რეაქტორების საწვავისთვის არის საჭირო.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის განხორციელება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევას ნიშნავს. შეთანხმება ურანის ლითონზე ყოველგვარ სამუშაოს კრძალავს, ვინაიდან ის შესაძლოა, ბირთვული ბომბის ბირთვის დასამზადებლად იქნას გამოყენებული.

ხელშეკრულების მიხედვით, ირანმა მსგავსი მასალა საზღვარგარეთიდან უნდა შეიძინოს. ირანის გეგმას აშშ და ევროპის ქვეყნები აკრიტიკებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მსგავსი პროვოკაციური ნაბიჯები მოლაპარაკებებში ირანის რაიმე სახის ბერკეტს ვერ უზრუნველყოფს.

ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანს ურანის ლითონის სამოქალაქო მიზნებით საჭიროება არ გააჩნია და გეგმაზე უარი უნდა თქვას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა ურანის ლითონის წარმოების პროცესი უკვე დაიწყო.