ირანისა და თურქეთის საზღვარზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი თურქი მესაზღვრე დაიღუპა
ირანისა და თურქეთის საზღვარზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი თურქი მესაზღვრე დაიღუპა

ირანისა და თურქეთის საზღვარზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი თურქი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა 2 მარტს გამთენიისას მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაკეტა თურქეთის სასაზღვრო სამსახურის კუთვნილ დაჯავშნულ მანქანას მოხვდა. შედეგად ერთი ადმიანი დაიღუპა.

როგორც სულეიმან სოილუ წერს, „ტერორისტების დევნის ოპერაცია გრძელდება“, ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან თავდამსხმელები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანებიც.